El Español მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

პოპულარული ესპანური გამოცემა El Español საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „საქართველო, სტუმართმოყვარე და თბილი ქვეყანაა“.

სტატია საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეძღვნება. ავტორი საუბრობს თბილისის ღირსშესანიშნაობების, ტურისტული მარშრუტების, ისტორიული უბნების და არქიტექტურის შესახებ.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია საუკუნოვან ტრადიციებსა და სტუმართმოყვარე ხალხზე.

სტატიის ავტორი ტურისტებს კულტურული ძეგლების, განსაკუთრებით კი - უფლისციხის უნიკალური არქიტექტურის დათვალიერებას ურჩევს.

აღნიშნულ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინიატრაცია ავრცელებს.