ამერიკის საახელმწიფო ვალი 2049 წლისთვის რეკორდულ მაჩვენებელს - მშპ-ს 144%-ს მიაღწევს. ამის შესახებ ამერიკის კონგრესის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
კონგრესის ბიუჯეტის მართვის ანგარიშში წერია, რომ ამ დროისთვის ქვეყნის სახელმწიფო ვალი შეადგენს მშპ-ს 78%-ს, ხოლო 2029 წლისთვის ის მშპ-ს 92%-ის ტოლი იქნება. ბიუჯეტის მართვის სამმართველო ითხოვს შევიდეს ცვლილებები მოქმედ კანონმდებლობაში, რათა შეჩერდეს სახელმწიფო ვალის ზრდა. თუმცა იქვე წერია, რომ ცვლილება უნდა განხორციელდეს კეთილგონივრულად და ზედმიწევნით.
ამ დროისთვის აშშ-ს სახელმწიო ვალი შეადგენს დაახლოებით, 22,1 ტრილიონ დოლარს. CNN-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო ორ წელიწადში სახელმწიფო ვალი გაზრდილია 2 ტრილიონი დოლარით.