ჩინეთის პროვინცია ჰაინანში დაახლოებით 1 მილიარდი იუანის (146 მლნ დოლარის) ინვესტირებას გეგმავენ კომპიუტერული სპორტის პოპულარული სახეობების განვითარებაში.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ტურიზმის მიმართულებას კურირებს, აცხადებს, რომ ამ ტიპის საერთაშორისო სპეცპროექტის განვითარება რეგიონს მნიშვნელოვან შემოსავლებს მოუტანდა. მისი თქმით, არსებობს 6 საკვანძო მიმართულება, რომლის მიმართაც პროვინციის ადმინისტრაცია აპირებს ყურადღების გამახვილებას. ესენია - კაპიტალის მოზიდვა, შრომითი რესურსების ეფექტური გადანაწილება, საგადასახო ტვირთის შემცირება, საიმიგრაციო კანონმდებლობის შერბილება, ყველა შესაძლო გასართობი შეჯიბრებებისა და ვირტუალური ქსელის ორგანიზება, სპეცპროექტის რეალიზების საინფორმაციო მხარდაჭერა.
სამთავრობო გეგმის თანახმად, გამოყოფილ თანხების მიღებას შეძლებენ ფირმები, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ინოვაციებთან და კიბერსპორტის განვითარებასთან.
ცნობისათვის, ჩინეთში კიბერსპორტის მოყვარულთა რაოდენობა ბოლო კვლევით 350 მილიონ ადამიანს აღწევს.