Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,86 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათზე ერთი დოლარი 2.8603 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8594 კურსით დაიწყო.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს, 2.8470 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2356 ლარია.

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა ეროვნული ვალუტა უფასურდება. მეტიც, ორი დღეა ლარი გაუფასურების ისტორიულ მაქსიმუმს აფიქსირებს. კერძოდ, დღეს, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8470 ლარია. გაუფასურების წინა პიკი 2019 წლის 31 მაისს დაფიქსირდა, მაშინ ლარის კურსი 2.8023 იყო.