მიმდინარე წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მედიკამენტების (დაფასოებული) ექსპორტი 39 393.4 ათასი დოლარით გაიზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ ხუთ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 91 271.5 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 51 878.1 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-მაისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 6.2% შეადგინა.