პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, მამუკა ბახტაძეს მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმინონ.
მისივე თქმით, ახალი თარიღის განსაზღვრაზე პრემიერთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
პარლამენტს პრემიერ-მინისტრისთვის დღეს უნდა მოესმენა, თუმცა მიმდინარე მოვლენების გამო მოსმენა გადაიდო.
აღსანიშნავია, რომ ამით პარლამენტის რეგლამენტი დაირღვა, რადგან რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, პარლამენტს წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინოს.
საგაზაფხულო სესია 28 ივნისს იხურება.