ე.წ. გაფუჭებული სესების ამომღები კომპანიების საქმიანობა არ არის ეთიკური და ძალიან დიდ წნეხს განიცდის ხალხი, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, დაწყებულია ეთიკურ კოდექსზე მუშაობა, რომელიც მისივე თქმით, წნეხს შეამცირებს.
ე.წ. გაფუჭებული სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა არ არის მაინცდამაინც ეთიკური, როგორც საჭიროა ამ შემთხვევაში და ძალიან დიდ წნეხს განიცდის ხალხი. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებით შევისწავლეთ რისი გაკეთება შეიძლება ამასთან დაკავშირებით. დაახლოებით, 2 კვირის წინ დავდეთ წესები, კოდექსი კოლექტორების საქციელზე, თუ როგორ, რა პრინციპები შეიძლება იქნეს გამოყენებული. ჯერჯერობით ეს არის სამუშაო მექანიზმი, ვიღებთ შენიშვნებს ამასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ეს არის მიმართულება, რომელიც მოსაწესრიგებელია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სესხი ვადაგადაცილებულია, უნდა არსებობდეს ის ეთიკური პრინციპები, რომლითაც უნდა ხდებოდეს ამ სესხების ამოღება“, - განაცხადა გვენეტაძემ.