Ford-ი ევროპაში 12 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

ამერიკული კონცერნი Ford-ი ევროპაში წარმოების რესტრუქტურიზაციის ფარგლებში სამსახურიდან 12 000 თანამშრომელს გაუშვებს, რაც კომპანიაში მთლიანი დასაქმებულების 20%-ს შეადგენს, - წერს Bloomberg-ი.

ძირითადი ნაწილის შემცირება მოხდება გერმანიაში, რუსეთსა და დიდი ბრიტანეთში. კომპანია დახურავს 6 ქარხანას, მათ შორის, 3 საწარმოს რუსეთში. შედეგად, Ford-ის ქარხნების რაოდენობა 18-მდე შემცირდება.

ამ ეტაპზე Ford Motor Company მსოფლიოში 67 ქარხანას ფლობს. სათავო ოფისი აშშ-ში მდებარეობს.