2019 წლის 5 თვეში საქართველოში ინფლაციის დონის მიზნობრივი მაჩვენებლისგან საგრძნობი გადახრა ფიქსირდება, - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე განაცხადა.
„ინფლაციამ უკვე 4.7% შეადგინა, ნაცვლად მიზნობრივი 3%-სა. წელს უკვე დაფიქსირდა ლარის რეკორდულად დაბალი კურსი მისი 24-წლიანი არსებობის განმავლობაში. როგორც ეროვნული ბანკის ანგარიშშია ნათქვამი და ეს კანონის მოთხოვნაა, ეროვნული ბანკის ძირითადი მიზანი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, მან უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას“, - განაცხადა კოვზანაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.