მაისში საქართველოს ეკონომიკა 4.7%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2019 წლის მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 4.9 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

„საქსტატის“ ცნობით, მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგში, ვაჭრობაში, სასტუმროებსა და რესტორნებში. ხოლო დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობაში კლება დაფიქსირდა.

თაია არდოტელი