ყველაზე ძვირადღირებული Ferrari 250 GTO ხელოვნების ნიმუშად აღიარეს

იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილებით ავტომობილს Ferrari 250 GTO ხელოვნების ნიმუშის სტატუსი მიენიჭა. ეს კი ნიშნავს, რომ აღნიშნული მოდელი კოპირებას არ ექვემდებარება.

სასამართლო გარჩევების მიზეზი გახდა სარჩელი, რომელიც Ferrari-იმ ბოლონიის კომერციულ სასამართლოში შეიტანა კომპანია Modena-ს წინააღმდეგ, რომელსაც განზრახული ჰქონდა გამოეცა 250 GTO-ს რეპლიკები. სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია „ძარას განსაკუთრებული ხაზებისა და დიზაინის ელემენტების ესტეთიურობაზე“, რომლებიც ქმნიან ამ მოდელს „ჭეშმარიტად საკულტოს“. თავის მხრივ, Ferrari-ში აღნიშნეს, რომ ავტომობილისთვის ხელოვნების ნიმუშის სტატუსის მინიჭება იტალიაში პირველად მოხდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ავტომობილის ორიგინალი მოდელი 1962-1964 წლებში მხოლოდ 36 ეგზემპლარად გამოსცეს. მაშინ კუპეს ღირებულება იყო 18,000 დოლარი, ნახევარ საუკუნეში კი მისმა ფასმა რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს გადააჭარბა - 2018 წელს ერთ-ერთი მსგავსი ავტომობილი 48,4 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო კიდევ ერთი მოდელი 80 მილიონად შეიძინეს. არ არის გამორიცხული, რომ იტალიის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამ ციფრებს კიდევ ერთი ნული მიემატოს.

კოკა კვირკველია