„გთავაზობთ ღია ბაზარს 500 მილიონიანი მოსახლეობით და ვისურვებდი იმდენად ბევრი ქართული ექსპორტის ნახვას, რამდენიც შესაძლებელია"

ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან გვინდა ყველაზე სწორი შეხედულებები არსებობდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის ისურვებდა იმდენად ბევრი ქართული ექსპორტის ნახვას, რამდენიც შესაძლებელია.

„ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ძალიან გვინდა ყველაზე სწორი შეხედულებები არსებობდეს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (DCFTA) შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა. ჩვენ ყველამ ვიცით და ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ პროექტის განხორციელებას დრო სჭირდება, ეს ნელი პროცესია. ერთი მხრივ, გთავაზობთ ღია ბაზარს 500 მილიონიანი მოსახლეობით და ვისურვებდი იმდენად ბევრი ქართული ექსპორტის ნახვას, რამდენიც შესაძლებელია. მაგრამ ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ამას დრო სჭირდება, საჭიროა გარკვეული სტანდარტებით ცხოვრება, საჭიროა კონტაქტების მოძიება და საჭიროა ფინანსების მოპოვება. ვისურვებდით გვენახა, როგორ იქმნება და ვითარდება საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი.

ჩვენ ვიცით, რომ ექსპორტის კუთხით ძალიან დიდი შესაძლებლობა არსებობს. ის, რაც ამ ღონისძიებაზე ვნახე, არის მთელი რიგი ძალიან პერსპექტიული პროექტები, ზოგიერთი მათგანი პარტნიორებს ეძებს ევროპაში, ზოგიერთმა უკვე მოიკიდა ფეხი და დაიწყეს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტირება. DCFTA-სთან დაკავშირებით კიდევ ერთი საკითხი არსებობს: მხარდაჭერა, რომელსაც ჩვენ აღმოგიჩენთ ასევე ეხება ხარისხის გაზრდას, სანიტარულ ხარისხს და ა.შ. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებით. ამ პროექტის უნიკალურობა ისაა, რომ ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. ვეხმარებით რეგიონებს ინფორმაციის მიღებაში, ვაძლევთ კონსულტაციებს. ვაძლევთ ხალხს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობები არსებობს, რათა შემდეგ დახმარება შევთავაზოთ საკუთარი სურვილების ასრულებაში. ასე რომ, ძალიან გახარებული ვარ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.