"პანიკის საფუძველი არ არსებობს, ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია"

მინდა, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ქვეყანა ხორბლის საკმარისი მარაგებია და ალტერნატიული წყაროებიც მონახვადია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს რუსეთიდან ხორბლის იმპორტზე ემბარგოს დაწესების რისკებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ამ სავაჭრო ურთიერთობებში ჩართულია ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დაკარგავს თავის შემოსავალს ან მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება. მესმის მეხორბლეთა პოზიციები, რომ ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს პრაგმატული და ჩვენ გარკვეული პასუხისმგებლობები გვაკისრია.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაგმატულად და საღად წარვმართოთ კომუნიკაცია და მართვის პროცესი რთულ ვითარებაში, რომელიც გამოწვეულია ფაქტობრივად, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ“, - განაცხადა დავითაშვილმა.