აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების დადების შანსები ნამდვილად მაღალია.
„ჩვენ სი ზინპინთან ფანტასტიკური შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ნამდვილად კარგი ურთიერთობები გვაქვს. მას სურს, დაინახოს, რომ რაღაც მოხდეს ისევე როგორც მე ვფიქრობ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე
შეგახსენებთ, ჩინეთი და აშშ სავაჭრო საკითხების მოგვარებისთვის მოლაპარაკებებს წლის დასაწყისიდან აწარმოებდნენ, თუმცა მაისში ისინი ჩიხში შევიდნენ. ამის ფონზე კი ვაშინგტონმა გადაწყვიტა 10 მაისიდან ამერიკაში იმპორტირებულ 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაეზარდა. დონალდ ტრამპმა ამავდროულად გასცა ბრძანება, დაეწყოთ მომზადება დამატებით 300 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების გასაზრდელად. თუმცა აღნიშნულის გადავადება მოხდა, კონრკეტული ვადის დასახელების გარეშე.