წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს. საამქროს სამუშაო ეზოში განთავსებული იყო 22 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მორი და 26 მ3-მდე წიწვოვანი სახეობის ფიცარი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სახერხი საამქრო, მორები და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) დაილუქა. მომხდარზე მიმდინარეობს სამართალწარმოება.