თბილისის მერიას უფლება ეძლევა მიიღოს გადაწყვეტილება და დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის ხელშემწყობი ღონისძიებები გამოიყენოს.
ამას “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების სახით შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტების ზღვრული მაჩვენებლების გადამეტება, ასევე დადგენილი ქალაქთმშენებლობითი პირობებისაგან (შენობა-ნაგებობათა მაქსიმალური სიმაღლე, ფუნქციურ ზონა და მისი რეგლამენტი, დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება/განაშენიანების რეგულირების გეგმა, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, სატრანსპორტო და გამწვანების რეგულაციები, მიჯნის ზონისა და შენობა- ნაგებობის განთავსების წესის, ავტოსადგომების რაოდენობისა და სხვა) განსხვავებული პირობებით ქალაქთმშენებლობითი და სამშენებლო დოკუმენტაციის დამტკიცება ან მათში ცვლილების შეტანა.
ობიექტები, რომლებიც შეიძლება მიჩნეული იყოს დაუმთავრებელ მშენებლობად, აგრეთვე დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულების მიზნით ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების წესი და პირობები მთავრობის მიერ განისაზღვრება.