დიდი ოცეულის ქვეყნების ხელმძღვანელებმა შეძლეს შეემუშავებინათ ერთიანი მიდგომები არსებული პრობლემების მოგვარებისთვის - ასე შეაფასა იაპონიის პრემიერ მინისტრმა სინძო აბემ დიდი ოცეულის სამიტი სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე.
„G20-ში არის სხვადასხვა მოსაზრებები. ამბობენ, რომ ამ კლუბში რთულია იპოვო ერთიანი ენა. მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ მაინც შევძელით შეგვემუშავებინა ერთიანი მიდგომები ბევრი პრობლემისადმი, ჩვენ წინ კი არ ვწევდით საწინააღმდეგო მოსაზრებებებს, არამედ ვეძებდით ერთიანი შეხების წერტილებს“ - განაცხადა მან.
თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობა
აბემ აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ამ დროისთვის სხვადასხვა სახის რისკების ქვეშ არის, ამიტომ მსო-ს რეფორმირება უნდა მოხდეს თავისუფალი და სამართლიანი კომერციის საფუძვლებზე, მაგრამ დისკრიმიანციის გარეშე.
„მსოფლიო დგას ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების წინაშე. ოცეული უნდა გახდეს ლოკომოტივი გლობალური ზრდის. ჩვენ ვემხრობით თავისუფალი და სამართლიანი წესების სწრაფად შემუშავების პრინციპს დისკრიმიანციის გარეშე. ეს უნდა დაედოს საფუძვლად მსო-ს რეფორმებს და ჩვენ ამას თავს ვერ ავარიდებთ“ - განაცხადა მან.
აბეს თქმით, მსოფლიო ეკონომიკურიზ რდის უზრუნველსაყოფად აუცილებელია შემუშავდეს ერთიანი წესები ციფრულ ეკონომიკაში.
პარასკევს G20-ის ქვეყნები შეთანმხდნენ ინიციატივის ჩაშვებაზე სახელწოდებით Osaka Truck, რომელიც მიმართულია მსო-ს ფარგლებში საერთაშორისო დისკუსიების გამართვისკენ, სადაც მოხდება ციფრული ვაჭრობის ასპექტში წესების შემუშავება. პირველი შეხვედრა ამ ფორმატით გაიმართება ივლისში, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, სად.
მანამდე „ოცეულის“ ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებდნენ მუშაოაბს უფრო ეფექტური საგადასახადო სისტემის შესაქმნელად მსხვილი ციფრული კორპორაციებისთვის. საუბარია მრავალნაციონალურ ციფრულ გიგანტებზე როგორებიცაა Amazon, Apple, Facebook და Google. ისინი ფიქრობენ, რომ ამ და სხვა ციფრული კორპორაციების მიმართ საგადასახადო მიდგომები უნდა განხორციელდეს დიფერენცირებულად, სხვადასხვა ქვეყნებში შემოსავლების გათვალისწინებით და არა იმის მიხედვით, თუ ტერიტორიულად სად მდებარეობს მათი სათავო ოფისები.
სიტუაცია ირანის გარშემო
დიდი ოცეულის ქვეყნის ლიდერებმა გამოხატეს შეშფოთება ირანის ირგვლივ მზარდი დაძაბულობის გამო.
„დიდი ცოეულის ქვეყენბმა გამოხატეს ირანის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე წუხილი. რეგიონში იზრდება დაძაბულობა, ჩამოაგდეს ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი. ბევრმა ქვეყანამ გამოხატა ამის გამო შეშფოთება. იყო ინციდენტები ტანკერებთანაც“ - განაცხადა აბემ.
მისი თქმით, იაპონია განაგრძობს მუშაობას ამ დაძაბულობის შესამცირებლად ახლო აღმოსავლეთში და ითანამშრომლებს სხვა ქვეყნებთან.
ეკოლოგიის საკითხები
დიდი ოცეულის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ ძალისმხევას 2050 წლისთვის მსოფლიო ოკეანეში პლასტიკატების მოხვედრის სრულად აღმოსაფხვრელად.
„საჭიროა მსოფლიო ეკონომიკური ზრდისა და ეკოლოგიის დაცვის ერთ პოზიტიურ ციკლში მოქცევა. ჩვენ მივმართავთ ძალისხმევას 2050 წლისთვის ნულამდე იყო დაყვანილი მსოფლიო ოკეანეში პლასტიკის მოხვედრა“ - განაცხადა მან.
მანვე დასძინა, რომ მსოფლიოს ლიდერებს შორის არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით. საუბარია, ფრანგულ მხარეზე, რომელსაც არ სურდა ხელი მოეწერა კომუნიკესთვის მასში „პარიზის კლიმატის შესახებ შეთანხმების“ არ ხსენების შემთხვევაში. სამიტზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ შეთანხმებას მიაღწიეს. სამიტში მონაწილე ქვეყნებმა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ერთობლივი კომუნიკე ჩამოაყალიბეს, თუმცა შეთანხმებას წელსაც გამოეთიშა აშშ, რადგან ის სხვა ქვეყნების პოზიციას არ იზიარებს, ამიტომ დოკუმენტი 19+1 ფორმატში მიიღეს. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება სხვა ქვეყნების სასარგებლოდ აშშ-ის ინტერესებს არღვევს. აღსანიშნავია, რომ "დიდი ოცეულის" სამიტის ფარგლებში მიღწეული შეთანხმება გასულ წელს ბუენოს-აირესის სამიტის დროს მიღებული შეთანხმების ანალოგიურია.
დიდი ოცეულის სამიტი გახდა მე-14 სამიტი ამ ფორმატში და პირველი, რომელიც იაპონიაში გაიმართა. ფორუმი ოსაკას ყურეში ხელოვნურ კონძულ საკისიმაზე გაიმართა. ოსაკა 2,7 მილიონი მოსახლით მესამე ქალაქია სიდიდის მიხედვით იაპონიაში ტოკიოსა და იოკოჰამას შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანი და კულტურული ცენტრი ამ ქვეყნაში და კუნძულ ჰონსიუს არაფორმალური დედაქალაქი.