მოგების და შემოსავლების ზრდა - რას სთავაზობს „თეისთ გრუპი“ სასტუმრო ბიზნესს

თუ ხართ 3-4 ვარსკვლავიანი სასტუმროს მფლობელი და გსურთ, რომ ის უფრო პოპულარული გახდეს, უცხოელი სტუმრები ქართულ კულტურას ეზიარონ და ამ ყველაფრის ფონზე, გაიზარდოს მოგება, ამისთვის შორს წასვლა აღარ მოგიწევთ, ოპერატორი კომპანიის მომსახურება უკვე თბილისშიც შეგიძლიათ მიიღოთ, თანაც ქართულის. „თეისთ გრუპი“, მფლობელებს პირდება, რომ ოპერირების დაწყებიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ სასტუმროს გაეზრდება შემოსავალი და მოგება, ხოლო უფრო გრძელვადიან პერიოდში ის გახდება სანდო და საიმედო ბრენდი გამორჩეული ქართული სტუმართმასპინძლობით.

“თეისთ გრუპი” გპირდებათ:

დატვირთვებისა და შემოსავლების ზრდას - გუნდს აქვს აწყობილი სქემები და პროცესები, ასევე კონტაქტები, რომელიც სხვადასხვა არხით უზრუნველყოფს დატვირთვების ზრდას;

მომგებიანობის ამაღლებას - ბევრი რეზერვი არსებობს სასტუმროებში ამ მიმართულებით, პროცესების გამართვითა და ეფექტიანობის გაუმჯობესებით კი სასტუმროები ახერხებენ უფრო ხარჯეფექტურად ფუნქციონირებასა და მომგებიანობის ამაღლებას;

რეიტინგებისა და შეფასებების გაუმჯობესებას - ხარისხის სტანდარტების დანერგვით, კადრების სწავლებითა და მოტივირებით, ასევე გემრიელი ქართული საუზმის განვითარებით, რაც პირდაპირ აისახება სტუმრების კმაყოფილებაზე.

„თეისთ გრუპი“ ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რამდენიმე სასტუმროსთან აწარმოებს. მოლაპარაკებების პერიოდში კომპანია პირველ რიგში ახდენს სასტუმროს დიაგნოსტიკას. პარალელურად იკვლევს, თუ როგორ ფუნქციონირებს ესა თუ ის დაწესებულება, არის თუ არა გამართული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცესი სასტუმროში. მას შემდეგ, რაც კომპანია სასტუმროში გაუმჯობესების შესაძლებლობას აღმოაჩენს, უკვე იწყება სამოქმედო გეგმის შედგენა.

„თეისთ გრუპი" „სინერჯი კაპიტალის" პორტფელური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე დაახლოებით ერთი წლის წინ გამოჩნდა. „სინერჯი კაპიტალი“ კი სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც ეძებს ზრდის განსაკუთრებული პოტენციალის მქონე კომპანიებს და კაპიტალში შესვლითა და საბრუნავ საშუალებებში ინვესტირებით, ასევე მართვის სისტემების მოწესრიგებით ეხმარება მათ ღირებულების გაზრდაში.

“თეისთ გრუპის” მთავარი მიზანია, საქართველოში შეიქმნას 3-4-ვარსკვლავიან სასტუმროების ქსელი, რომელიც გამორჩეული იქნება თავისი საუზმით, კულტურის ზიარების აქტივობებით და მომსახურების ხარისხით, რათა თითოეულმა სტუმარმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით და ემოციებით დატოვოს ქვეყანა.

როგორც „თეისთ გრუპში“ აცხადებენ, სასტუმროში შესვლის მთავარი მიზანია გაიზარდოს სასტუმროს შემოსავლები და გაიზარდოს მოგება:

„სასტუმროს შემოსავლების ზრდასთან ერთად ჩვენ ვაძლევთ მომგებიანობის ამაღლების გარანტიასაც მის დამფუძნებლებს, პროცესების გამართვითა და სასტუმროს ეფექტიანობის გაუმჯობესებით. გარდა ამისა, ასევე ვამახვილებთ ყურადღებას მომსახურების ხარისხის განვითარებაზე. ჩვენი მიზანია, რომ სასტუმრო გრძელვადიან პერიოდში გახდეს სანდო და საიმედო ბრენდი გამორჩეული ქართული მახასიათებლებით.

საერთოდ, სასტუმროების მფლობელები უმეტესად ვერ უთმობენ საკმარის ყურადღებას ყოველდღიურ ოპერაციებს, ხოლო მენეჯმენტს ხშირ შემთხვევაში, არ აქვს სათანადო მოტივაცია და/ან კომპეტენცია, აქედან გამომდინარე, ბევრი სასტუმრო ვერ იყენებს მისი პოტენციალის მაქსიმუმს. ჩვენს გუნდს მისი კომპეტენციით, ასევე „სინერჯი ჯგუფის” სისტემურ მართვაში 20-წლიანი გამოცდილების საშუალებითა და „სინერჯი კაპიტალის" ფინანსური რესურსების მხარდაჭერით შეუძლია სასტუმროს პოტენციალის გამოვლენა და მის ეფექტურ ათვისებაში დახმარება.

ჩვენ გვინდა, რომ სასტუმროების მფლობელებს ვუქმნიდეთ მაქსიმალურ კომფორტს სასტუმროების ოპერირებით და მათთვის ვასოცირდებოდეთ სანდო და საიმედო პარტნიორთან“, - აცხადებს „თეისთ გრუპის” დირექტორი თინათინ გურაშვილი. (557 94 05 40)