ვლადიმერ პუტინი: რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსი მეწარმეების მხარდასაჭერი ზომებიც არის

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსი მეწარმეების მხარდაჭერა და ახალი პარტნიორებისთვის ბაზრის გახსნის საშუალებაა.

"იტარ-ტასის" ცნობით, რუსეთის პირველმა პირმა იალტაში სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთი უხსნის ბაზარს იმ ქვეყნებს, რომლებიც თანამშრომლობისთვის მზად არიან.

მან დეპუტატებს განუცხადა, რომ სანქციები დაწესებულია იმ ქვეყნებისთვის, რომლებმაც, პუტინის თქმით, რუსეთს სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ დაუწესეს შეზღუდვები.

რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნებიდან, აგრეთვე, კანდიდიან, ავსტრალიიდან, ნორვეგიიდან აშშ-დან საკვები პროდუქტების შეტანა აკრძალა.