განახლებული „სითი მოლი საბურთალოს" გახსნის თარიღი ცნობილია

თბილისში განახლებული, გაფართოებული „სითი მოლი საბურთალო" 2019 წლის სექტემბერში გაიხსნება.

ახალი სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი საბურთალო“ 120 000 კვ.მ ფართობზე, ქალაქის ცენტრში, ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების კვეთაზე განთავსდება.

„სითი მოლი საბურთალოს“ ჯამური საიჯარო ფართი 60 000 კვ.მ-ია, ცენტრში სივრცე გაშლილი და გადანაწილებულია ჰორიზონტალურად ოთხ სართულზე, რომელშიც ცნობილი საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდების 200-მდე მაღაზია განთავსდება.

„სითი მოლი საბურთალოს“ სივრცეში მოეწყობა ყველაზე დიდი კინოთეატრი თბილისში, ბოულინგის ცენტრი, მასშტაბური ბავშვთა გასართობი ცენტრი, რესტორანი, სპორტული დარბაზი. ეს იქნება ერთადერთი სავაჭრო ცენტრი ქალაქში, სადაც მომხმარებლებისთვის მოეწყობა ეგრეთ წოდებული „upscale“ კუთხე - განსხვავებული, გამორჩეული დიზაინით, პრემიალური ბრენდების მაღაზიებით და 1500 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომით.

ლიკა ამირაშვილი