2019 წლის 27 ივნისის მონაცემებით, საქართველოდან უკვე 79,6 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროდუქტის ექსპორტი ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
მათივე ცნობით, კახეთში, ატმის მოსავლის ერთ-ერთ ძირითად რეგიონში, მოსავლის აღება შეუფერხებლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობით მიმდინარეობს. აღნიშული ჯგუფის სათაო ოფისი გურჯაანში მდებარეობს და როგორც სოფლის მეუნეობის სამინისტროში აცხადებენ, უწყებასთან კოორდინაციით ისინი აქტიურად ერთვებიან როგორც ატმის მოსავლის აღების, ისე დისტრიბუტორებსა და ფერმერებს შორის კომუნიკაციის დამყარების პროცესში.
„ფერმერებს მოსავლის შეგროვებისა და მისი რეალიზაციის კუთხით პრობლემები არ ექმნებათ. პროდუქტის ექსპორტის გაზრდის მიზნით, ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხდება. ამ პროცესში კი ფიტოსანიტარული და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებიც ჩართულები არიან“,- განაცახადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიშვილმა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ატმის (ყველა სახეობის) ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა 190 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 92%-ით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.