საპარლამენტო უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობს.
როგორც სასტუმრო „შერატონში“ გამართულ შეხვედრაზე „ქარული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დღეს არსებული დაფინანსების სისტემა ხარვეზიანია.
„პარტიების დაფინანსების წესი ასევე არის ერთ-ერთი განხილვის საგანი იმ ფორმატში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით და იქ იქნება ახალი ფორმულა შემოთავაზებული. დღევანდელი ფორმულა არავის მოსწონს, რადგან სუბიექტურად ხარვეზების მქონეა. შესაბამისად, დამუშავდება დაფინანსების ახალი წესი. ამაზე მსჯელობა წარიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საარჩევნო სისტემის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობენ.