1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8225 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8225 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8687 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0462 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1979 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2657 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0678 ლარი შეადგინა.