„სინერჯი ჯგუფი" ყოველთვიური ფორმატის ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის უფასო კონსულტაციებს გამართავს. როგორც მმართველობით საკონსულტაციო კომპანიაში აცხადებენ, ივლისის შეხვედრაზეც განხილული იქნება მართვის სისტემებთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ უფასო საკონსულტაციო საათები ივნისში უკვე გაიმართა.
"ჩვენ გსურს და ვალდებულებადაც ვთვლით თავს, რომ სინერჯის 20-წლიანი გამოცდილება და მართვის სისტემებზე მუშაობით დაგროვებული ცოდნა ხელმისაწვდომი გავხადოთ უფრო მეტი მცირე და საშუალო ზომის კომპანიისთვის და ვეცადოთ, ამ ფორმით, მცირედი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში“ - აცხადებს "სინერჯი ჯგუფის" დირექტორი მაია მარჯანიძე.
თუ გაქვთ კითხვები, როგორ გაუმკლავდეთ კომპანიის სწრაფი ზრდით გამოწვეულ სისტემურ პრობლემებს და გჭირდებათ კომპეტენტური რეკომენდაცია, "სინერჯი ჯგუფი" გაძლევთ შესაძლებლობას ინდივიდუალური შეხვედრის ფორმატში გაგიზიაროთ ცოდნა ორგანიზაციის სწორი ზრდისა და მართვის სისტემების განვითარების საკითხებზე. დაინტერესებულ მცირე და საშუალო მეწარმეებთან ჩატარდება ერთსაათიანი ინდივიდუალური შეხვედრა, სადაც თქვენს კითხვებს უპასუხებენ "სინერჯი ჯგუფის" პარტნიორები.
„სინერჯი ჯგუფი“ მმართველობითი საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლის ოქტომბერს დაფუძნდა და მას შემდეგ ემსახურება საქართველოს კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მართვის სისტემების გაუმჯობესებაში. დაარსების დღიდან დღემდე კომპანიის ანგარიშზეა 300-ზე მეტი განხორციელებული პროექტი 10-ზე მეტ განსხვავებულ სფეროში. კომპანია ფოკუსირებულია სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების ფორმირებაზე, ორგანიზაციული სტრუქტურების შექმნის, აღწერის, დანერგვისა და განვითარების პროექტებზე. ასევე, ამის საფუძველზე ორგანიზაციაში შეფასების და მოტივაციის სისტემების გამართვაზე. „სინერჯი ჯგუფი“ აერთიანებს 100-მდე ალუმნს, რომლებიც დღეს წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები არიან.
2019 წლის ივნისიდან „სინერჯი ჯგუფმა“ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის უფასო საკონსულტაციო საათების ფორმატი დანერგა. პირველი ასეთი შეხვედრები გასულ თვეს უკვე ჩატარდა. ამჯერად უფასო საათები ჩატარდება 5 ივლისს ინდივიდუალურად შეთანხმებულ დროს. ჩაწერის მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია ან დაგვირეკეთ ტელ: 0322 43 70 00