აშშ-მა ევროკავშირს შესაძლოა, 4 მილიარდი დოლარის ოდენობის პროდუქციაზე დამატებითი ტარიფები დაუწესოს. ამის შესახებ აშშ-ის სავაჭრო უწყებაში განაცხადეს.
ჩამონათვალში 90-მდე დასახელების პროდუქციაა მოყვანილი, რომელზეც ტარიფების დაწესება მოიაზრება. მათ შორის არის მეტალურგიული პროდუქცია, ყველი, ალკოჰოლური სასმელები, ღორის ხორცი, მაკარონი და სხვა.
უწყების განცხადების მიხედვით, ეს იქნება პასუხი ევროკავშირის მიერ ავიამრეწველობის სუბსიდირებაზე.
აღნიშნულის შესახებ დავა შტატებსა და ევროპის ოთხ ქვეყანას - დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და იტალიას შორის 2004 წლიდან მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირს სადამსჯელო ტარიფებს დაუწესებს, მისივე თქმით, არასამართლიანი სავაჭრო კავშირების გამო.