„ფეისბუქის“ სათავო ოფისის ოთხი შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საფოსტო განყოფილებაში მიიტანეს პაკეტი საეჭვო ფხვნილით.
წინასწარი მონაცემებით, პაკეტში შესაძლოა ყოფილიყო ნერვულ-პარალიტიკური მომწამვლელი ნივთიერება ზარინი, რომელიც ადამიანის სიკვდილს იწვევს.
ჯერჯერობით გამოძიების შედეგები უცნობია. ასევე არ არის ცნობილი, რის საფუძველზე მიიტანეს ეჭვი ზარინზე.
„ფეისბუქის“ თანამშრომლებს მოწამვლის ნიშნები არ აღენიშნებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას „გაზეტა რუ“ Business Insider-ზე დაყრდნობით ავრცელებს.