მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ, ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება.
„გაცნობებთ, რომ თუ 2019 წლის 1-ლი აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება. ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურა და ქვემომხმარებლის რეგისტრაცია წარმოდგენილია ვიდეო ინსტრუქციებში.
გთხოვთ, იხილოთ ბმმულები: https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=TUi5-AuCmPw; https://www.youtube.com/watch?time_continue=4&v=WPCbhTuqI9w
ზემოაღნიშნული პროექტი ქმნის ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს და გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.