თბილისის მერია მუნიციპალური ინსპექციისთვის 142 800 ლარის უნიფორმებს ყიდულობს. ამის შესახებ სახელმწიფო ტენდერი აუქციონის გარეშე უკვე გამოცხადებულია.
წინადადებების მიღება 7 ივლისიდან დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება.
სატენდერო წინადადების თანახმად, მერია 700-700 გრძელმკლავიან და მოკლემკლავიან პოლოს მაისურს, 350 საწვიმარ ლაბადას, ამავე ოდენობის ქურთუკს, ჟილეტს და კეპს შეისყიდის.
უნიფორმები იკერება ინდივიდუალურად, თოთოეულ თანამშრომელზე ზუსტი ზომის მორგებით. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში აიღოს ზომები.
სატენდერო წინადადების თანახმად, უნიფორმები ლურჯი ფერის უნდა იყოს და მასზე მუნიციპალური ინსპექციის ლოგო და წარწერა უნდა განთავსდეს. უნიფორმების საგარანტიო ვადა ანარაკლებ ერთი წელია.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 75 კალენდარული დღეა. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 571 ლარია.