დედაქალაქსა და საკურორტო ზონებში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა გაიზარდა - SS.ge-ს კვლევა

საქართველოში უძრავი ქონების გაქირავება შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში.

შესაბამისად, სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ბინას შემდგომი გაქირავებისთვის. SS.ge - ს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად კი მაისის ბოლოდან ივნისის ბოლომდე გასაქირავებელი უძრავი ქონების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა.

SS.ge-ს კვლევაში გასაქირავებელი ბინების რაოდენობა მაისისა და ივნისის თვეებში, ქალაქების მიხედვითაა შედარებული. BPN.ge - კი გთავაზობთ თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და ბორჯომში დაფიქსირებული ცვლილებების მიმოხილვას.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 36 420 ბინა/სახლი ქირავდება, საიდანაც 32 780 ხანგრძლივი პერიოდით, 3640 კი დღიურად ქირავდება. ასევე აღსანიშნავია, რომ საერთო გასაქირავებელი ბინების უდიდესი ნაწილი 90% თბილისშია წარმოდგენილი, სადაც 1 520 ბინა დღიურად, 31 280 კი თვიურად ქირავდება.

თბილისში გასაქირავებელი უძრავი ქონების რაოდენობის დაახლოებით 5%-იანი ზრდა ფიქსირდება. მაისის ბოლოს SS.ge - ზე 29783 გასაქირავებელი უძრავი ქონება ივნისის ბოლოს კი აღნიშნული რიცხვი 31280 განცხადება ფიქსირდება, სადაც ბინების საშუალო ფასი:

  • 1-ოთახიანი - 500 ლარი
  • 2-ოთახიანი - 750 ლარი
  • 3-ოთახიანი - 1000 ლარი

ბათუმში თვიურად გასაქირავებელი უძრავი ქონება საქართველოს ნებისმიერ სხვა ქალაქთან შედარებით ყველაზე მეტად, 44% -ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ SS.ge-ზე მაისის ბოლოს 343, ივნისის ბოლოს კი 495 გასაქირავებელი უძრავი ქონების განცხადება ფიქსირდება, სადაც ბინების საშუალო ფასი:

  • 1-ოთახიანი - 600 ლარი
  • 2-ოთახიანი - 877 ლარი
  • 3-ოთახიანი - 975 ლარი

ბათუმში დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი კი:

  • 1-ოთახიანი - 70 ლარი
  • 2-ოთახიანი - 90 ლარი
  • 3-ოთახიანი - 100 ლარი

ბორჯომში, SS.ge-ს კვლევის თანახმად, მაისის ბოლოს ვებ-გვერდზე 64, ივნისის ბოლოს კი 73 განცხადება ფიქსირდებოდა, რაც 14%-იან ზრდას ნიშნავს, სადაც დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი:

  • 1-ოთახიანი - 30 ლარი
  • 2-ოთახიანი - 60 ლარი
  • 3-ოთახიანი - 100 ლარი

ბაკურიანში გასაქირავებელ საცხოვრებელ ფართებზე 6.3%-იანი ზრდა, მაისის ბოლოს 111, ხოლო ივნისის ბოლოს 118 განცხადება ფიქსირდება, სადაც დღიურად გასაქირავებელი ბინების საშუალო ფასი:

  • 1-ოთახიანი - 45 ლარი
  • 2-ოთახიანი - 60 ლარი
  • 3-ოთახიანი - 80 ლარი