რა ელის ამსტერდამის ცნობილ „წითელი ფარნების“ უბანს

ამსტერდამში ცნობილი „წითელი ფარნების“ უბანის რენოვაცია მოხდება. ქალაქის ახალი მერის ფემკე ჰალესმის სურვილია, რომ სრულად მოხდეს „მეძავების ვიტრინების“ ლიკვიდაცია.

ამ უბნის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. ტურისტული სფეროს სპეციალისტების განცხადებით, ამის მიზეზი სექს-ინდუსტრიიდან შემოსავლების შემცირება სახელდება. საბოლოო გადაწყვეტილება, კონკრეტულად როგორ უნდა შეიცვალოს „უბანი“, მიღებული არ არის, თუმცა დასკვნაში სახელწოდებით - „ფანჯრის პროსტიტუციის მომავალი ამსტერდამში“ ნახსენებია ოთხი ძირითადი სცენარი: სრული ლიკვიდაცია ვიტრინების, უფრო მკაცრი ლიცენზირება ამ სფეროში საქმიანობისთვის, ქალაქის ცენტრში საროსკიპოების რაოდენობის შემცირება, მათი სრული დახურვა და სხვაგან გადატანა.

სავარაუდოდ, საუბარია ქალაქში ახალი „ეროტიული ზონის“ შექმნაზე, რომელიც მკვეთრად იქნება განცალკევებული მისი შესასვლელი ჭიშკრით, როგორც ეს ხდება ჰამბურგში.

კოკა კვირკველია