„კოკა-კოლამ“ ვაშლისა და ალუბლის წვენები ქილაში გამოუშვა

დღეიდან ბაზარზე „კოკა-კოლას“ ვაშლისა და ალუბლის წვენები ქილაში გამოჩნდება, რომელიც „კაპის“ ბრენდით გაიყიდება. ამის შესახებ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, წვენების ხაზი ძალიან პერსპექტიულია და სურვილი აქვს, რომ „კოკა-კოლამ“ აღნიშნული ბაზარიც აითვისოს.

„დღეს „კოკა-კოლამ“ ვაშლის და ალუბლის წვენების გამოშვება ქილებში დაიწყო, რაც ქართულ ბაზარზე საერთოდ არ არსებობს. ეს არის 0,33 გრამიანი ქილები.

წვენების ხაზი ძალიან პერსპექტიულია და გვსურს, რომ აღნიშნული ბაზარიც „კოკა-კოლამ“ მაქსიმალურად აითვისოს“,- განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, ვაშლისა და ალუბლის წვენების ფასი 1,5 ლარი იქნება.

ნინი ქეთელაური