FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - ივნისში, რძის პროდუქტების და მცენარეული ზეთების მარაგების ფონზე 0.3%-ით შემცირდა და 173 ერთეული ქულა შეადგინა. ინფორმაციას FAO ავრცელებს.
ივნისის თვეში 6.7 პროცენტით გაიზარდა FAO-ს მარცვლეული კულტურების ფასების ინდექსი, რის მთავარ მიზეზსაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ექსპორტის გაზრდილი ნაკადის მოლოდინი წარმოადგენდა. შტატებმა შეძლო აღნიშნული კულტურის მოსავლის პრობლემების გადაწყვეტა, რითაც გასული წლის ამავე პერიოდის მარაგის ნიშნულს მიაღწია. რაც შეეხება ბრინჯს, ამ კულტურის ფასი ივნისის თვეში სტაბილურობით გამოირჩეოდა.
წინა თვესთან შედარებით, 4.2%-ითაა გაზრდილი შაქრის ფასის ინდექსი, რაც მეტწილად ბრაზილიური რეალის დოლართან მიმართებით გამყარებით არის გამოწვეული.
11.9%-ით შემცირდა FAO-ს რძისა და რძის პროდუქტების ფასების ინდექსი, კლების მიზეზს კი მსოფლიო მასშტაბით ყველზე და კარაქზე არცთუ ისე მაღალი მოთხოვნა განაპირობებდა. აღნიშნული ბოლო ხუთი თვის მანძილზე პირველი კლებაა.
შემცირებულია FAO-ს ბოსტნეულის ფასების ინდექსიც - კლებამ 1.6% შეადგინა. პალმის და სოიოს ზეთების ფასების კლება, ერთ მხრივ ამ პროდუქტების მომწოდებლების სიმრავლეს, ხოლო მეორე მხრივ ორივე სახეობის ზეთზე დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული.
აზიაში ყველა სახეობის ხორცზე, ქათამი, საქონელი და ღორი გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 1.5%-ით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასების ინდექსი. განსაკუთრებული მოთხოვნა ღორის ხორცზე ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში ღორის აფრიკული ცხელების აფეთქების ფონზე გაჩნდა.