“ბოინგი“ 737 Max-ის ავიაკატასტროფების შედეგად დაღუპულების ოჯახებს კომპენსაციის სახით 100 მლნ  დოლარს გადაუხდის

Boeing-ი 737 Max-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებს 100 მილიონ ამერიკულ დოლარს გადაუხდის, - ამის შესახებ CNN წერს.

მომხდარის შემდეგ, ამერიკის ავიახაზებმა ასობით ყოველდღიური ფრენა გააუქმა, რადგან დაჯდომისას 737 Max-მა კატასტროფა ორჯერ განიცადა.

კომპანიის განცხადებით, თანხას არაკომერციულ ორგანიზაციებსა და იმ ჯგუფებს გადასცემენ, რომლებიც თანხას 346 გარდაცვლილის ნათესავს გადაუნაწილებენ. თანხას გამოიყენებენ განათლების მხარდასაჭერად, მათ შორის, კოლეჯის გადასახადისა და სხვა სასკოლო ხარჯებისთვის, რომელთა დაფარვაც მსხვერპლთა შვილებს მოუწევთ.

ბობ კლიფორდი, პირი, რომელიც გარდაცვლილთა ოჯახების წარმომადგენელია, აცხადებს, რომ დაზარალებულებს ინფორმაცია დროულად არ მიაწოდეს. კონკრეტულად კი, საუბარია იმ პირების ოჯახის წევრებზე, ვინც მიმდინარე წლის მარტში ეთიოპიაში მომხდარ ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

Boeing-ის სპიკერი კი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც ფონდიდან კომპენსაციას მიიღებენ, კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას ვეღარ გააგრძელებენ, რადგან ამის კანონიერი უფლება აღარ ექნებათ.

Boeing 737 Max-ის თვითმფრინავებს ორი ავიაკატასტროფა 2018 და 2019 წელს შეემთხვათ. 2018 წლის ბოლოს, თვითფრინავი, რომელიც ჩამოვარდა, „ინდონეზიის ავიახაზების“ მფლობელობის ქვეშ იყო, 2019 წელს კი „ეთიოპიის ავიახაზების“.

ამ შემთხვევების შემდეგ მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში არაერთი სარჩელი შევიდა და 737 Max-თან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამ შემთხევების შემდეგ ავიაკომპანიებმა ასობით ფრენები გააუქმეს და ჯერჯერობით უცნობია, ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი ბოინგი 737 Max, ისევ გამოიყენება თუ არა ფრენებისთვის.

მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა