ამერიკელმა მსახიობმა რობერტ დე ნირომ საავტომობილო კომპანია Kia-ს ახალ სარეკლამო რგოლში მიიღო მონაწილეობა. სარეკლამო რგოლის სახელწოდება There's nothing like Niro. ამის შესახებ პორტალი The Drum-ი წერს.
სცენარის მიხედვით, მსახიობი მიდის გადაღებაზე მისთვის არაჩვეულებრივ ფორმაში ჩაცმული. მას თანამედროვედ აცვია - კეპი-ბინი, სათვალეები, კუბოკრული პერანგი და „ამქაჩები“ . შედეგად რეჟისორი გაკვირვებულია, თუ რატომ გამოიყურება მსახიობი ჰიპსტერივით, რაზეც დე ნირო პასუხობს „სცენარისტებმა მითხრეს, რომ იღებენ ნიროს მოდურ ვერსიას. და აი მეც მოვედი“. ამის შემდეგ მას განუმარტავენ, რომ საუბარი იყო არა რობერტ დე ნიროზე, არამედ მოდელ Kia e-Niro-ზე.