Samsung-ს ავსტრალიაში არაკეთილსინდისიერი რეკლამისთვის გაასამართლებენ

ავსტრალიური კონკურენციის დაცვისა და მოხმარებელთა უფლებების დაცვის კომისიამ კომპანია Samsung Electronics-ის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. ამის მიზეზი გახდა ბრენდის რეკლამა, რომელიც მომხმარებლებს აბნევს - იუწყება მარეგულირებელი.

საუბარია სმარტფონ Galaxy-ის რეკლამაზე. ისინი პოზიციონირებენ როგორც წყალგაუმტარები, ზღვასა და აუზებზე მორგებული მოწყობილობები. მათ რეკლამებში სმარტფონები სრულად იძირებიან წყალში და მათ მუშაობაში ხარვეზი არ ჩნდება.

თუმცა მოგვიანებით მომხმარებლებმა დაიწყეს ჩივილი მსგავსი „ჩაყვინთვების“ შემდეგ აპარატების მწყობრიდან გამოსვლაზე. მწარმოებელმა კი მომხმარებლების პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა. მარეგულირებელი კი აცხადებს, რომ ამ ტიპის რეკლამას მყიდველი მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში.

სარჩელმა შესაძლოა, გამოიწვიოს მრავალმილიონიანი ჯარიმა.

კოკა კვირკველია