Airbnb-ზე  თბილისიდან განთავსებული განცხადების რაოდენობა იზრდება

2019 წლის მაისში Airbnb-ზე თბილისიდან 14,438 აქტიური განცხადება დაფიქსირდა, რაც 7,213%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ამის შესახებ Cushman & Wakefield Georgia-ს კვლევაშია აღნიშნული.

ამასთან, კვლევის თანახმად, ზრდა შეინიშნება 2018 წლის მე-4 კვარტლის მაჩვენებლთან შედარებითაც. კერძოდ, თუ გასული წლის ბოლოს საიტზე აქტიური განცხადებების საერთო რაოდენობა 13,441-ს შეადგენდა, 2019 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 14,231-მდე გაიზარდა.

შეთავაზებების მიხედვით, 2019 წლის მაისში ვებგვერდზე განთავსებული 14,438 აქტიური განაცხადის 77% სახლებზე, 21%- კერძო ოთახებზე, ხოლო 2% საზიარო ოთახებზე ნაწილდებოდა.

ამასთან, კვლევის მიხედვით, Airbnb-ზე „ჰოსტები“ მასპინძლობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტურისტებს. მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით კი, სტუმრების 96% საერთაშორისო ვიზიტორი იყო.

თაია არდოტელი