Google Play-ს და AppStore-ის მომხმარებლებმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში აპლიკაციებზე 39,7 მლრდ დოლარი დახარჯეს. როგორც Sensor Tower-ი იუწყება, აღნიშნული 15%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
App Store-ში მომხმარებლებმა ბევრად მეტი დახარჯეს, ვიდრე Google Play-ში - 25,5 მლრდ 14,2 მლრდ-ს წინააღმდეგ. თუმცა ზრდა ორივე მათგანს უფიქსირდება. კომპანიამ Google-მ აპლიკაციებზე 19,6%-ით მეტი შემოსავალი მიიღო, Apple -მა კი 13,2%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
თავად აპლიკაციებს შორის კი ყველაზე მეტი შემოსავლის მომტანი გახდა თამაშები: Honor of Kings და Fate/Grand Order, თავსატეხები Monster Strike და Candy Crush Saga, ლიდერთა ხუთეულს კრავს აპლიკაცია PUBG Mobile.
არასათამაშო სეგმენტში ლიდერობს Tinder-ი, მეორეზეა - Netflix-ი, შემდეგ მოდიან Tencent-ი, Video და iQIYI, რომლებმაც ვიდეო ჰოსტინგ YouTube-ს აჯობეს, რომელიც მეხუთე ადგილზე გავიდა.
გასულ წელს ყველაზე გადმოწერად აპლიკაციებს შორის სახელდება WhatsApp და Facebook Messanger, სამეულშია თავად Facebook აპლიკაცია. მერე მოდის TikTok-ი და Instagram-ი.