საბერძნეთმა ვიზიტორებისთვის ათენის აკროპოლისი დროებით დაკეტა

საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ვიზიტორებისთვის დროებით დაეკეტა ათენში მდებარე ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა აკროპოლისი. ამის მიზეზი ქალაქში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურა გახდა, რომელმაც შესაძლოა, ტურისტების ჯანმრთელობას ავნოს.

მონუმენტი, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს, ხუთშაბათს 10-დან 14 საათამდე პერიოდში დაიკეტა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ქალაქში ტემპერატურამ შუადღისით 38 გრადუსს მიაღწია, თუმცა აკროპოლისში, რომელიც ამაღლებულ ბორცვზეა და ქალაქს ზემოდან დაჰყურებს, ტემპერატურა ქალაქზე რამდენიმე გრადუსით მაღალია მისი განლაგებისა და ჩრდილის ნაკლებობის გამო. ამავე სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე ტემპერატურამ 44 გრადუს ცელსიუსს მიაღწია.

ცნობისთვის, ეს არის პირველი შემთხვევა წელს, როცა აკროპოლისის დახურვის მიზეზი გახდა ამინდი, სიცხის გამო ის გასულ წელსაც დახურეს.

აღსანიშნავია, რომ საბერძნეთში ტურისტების რიცხვმა 2018 წელს 33 მილიონი შეადგინა. ექსპერტები ამავე რაოდენობას ვარაუდობენ წელსაც.

კოკა კვირკველია