ჯგუფ Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებისთვის მერია უფასო ავტობუსებს გამოყოფს

ჯგუფ Soft Eject-ის კონცერტზე დასწრების მსურველებს, 6 ივლისს 17:00 საათიდან 24:00 საათამდე უფასო ავტობუსები მოემსახურებათ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსები მეტროსადგურ „დელისიდან“ ლისის ტბის მიმართულებით 20 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.