ეს ბათუმია, შეხვედრების ქალაქი - შავი ზღვის მარგალიტს ახალი ვიდეორგოლი აქვს

შეხვედრების ქალაქი - ასე ჰქვია ბათუმის ახალ საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიდეორგოლში ხაზგასმულია, რომ ბათუმი არის ქალაქი, რომელიც ქმნის დადებით შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან და მათთვის ეს შეხვედრები ახალი გზის დასაწყისია.

ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სარეკლამო კომპანია RedPoint-მა გადაიღო. ეს ბათუმის რიგით მესამე ვიდეორგოლია, რომელიც 2017 წლიდან დღემდე ქალაქის პოპულარიზაციის მიზნით მომზადდა. ჯამში, კი ბოლო სამ წელში აჭარის ტურისტული პროდუქტების წარმოჩენის მიზნით დეპარტამენტმა 8 საიმიჯო ვიდეორგოლი შესთავაზა ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებს.

„ბათუმის ახალი საიმიჯო ვიდეოკლიპი გათვლილია როგორც შიდა, ასევე ჩვენი ტრადიციული სამიზნე ქვეყნების ტურისტებზე, რომლებსაც ბათუმთან დადებითი ემოციები/მოგონებები აკავშირებს და მათთვის ბათუმი იმაზე, მეტია ვიდრე უბრალოდ მრავალფეროვანი, ტურისტული მიმართულება. ვიდეორგოლში ვფიქრობთ კარგადაა გადმოცემული ყველა ის ემოცია, რომელიც ტურისტებს ბათუმში დასვენებისას შეიძლება გაუჩნდეს. კლიპში ასევე, წარმოჩენილია ქალაქის ყველა ის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლებიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს. ამ რგოლით მოვუწოდებთ ყველას დაისვენონ ბათუმში - შეხვედრებისა და შთაბეჭდილებების ქალაქში,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.

ვიდეორგოლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მბულზე - https://www.youtube.com/watch?v=xR3V_fYSItI.