6 დაცული ტერიტორიის სამუშაო საათები იცვლება.
ამასთან დაკავშირებით, ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. საუბარია 6 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე.
ცვლილება ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს. კერძოდ, სამუშაო საათები გახანგრძლივდება და მსურველებს ტერიტორიის მონახულება შემდეგ საათებში შეეძლებათ:
• პრომეთეს მღვიმე - 10:00-19:00
• ნავენახევის მღვიმე - 10:00-19:00
• სათაფლია - 10:00-19:00
• მარტვილის კანიონი - 10:00-19:00
• ოკაცეს კანიონი - 10:00-18:30
• ოკაცეს ჩანჩქერი - 10:00-19:00