SS.ge - უერთდება #ქართულიზაფხულის კამპანიას და საკურორტო ზონებში არსებულ უძრავი ქონების განცხადებებს უფასოდ გაარეკლამებს

„ჩვენი გუნდისთვის მომხმარებელზე ზრუნვა ყოველთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. ამ ეტაპზე კი მათ ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მთელი ზაფხულის განმავლობაში საკურორტო ზონებში არსებული უძრავი ქონება სრულიად უსასყიდლოდ დავარეკლამოთ, - აცხადებს ილია გიჯაშვილი.

SS.GE უერთდება ქართული ზაფხულის კამპანიას, რომლის ფარგლებშიც საკურორტო ზონებში არსებული გასაქირავებელი უძრავი ქონების განცხადებებს სრულიად უფასოდ დაარეკლამებს. განცხადებების დარეკლამება მოხდება როგორც „ფეისბუქზე“, ასევე გუგლის სარეკლამო წყაროებსა და პალიტრა მედია ჰოლდინგის სარეკლამო სივრცეებში.

როგორც SS.GE-ის პროექტის მენეჯერი, ილია გიჯაშვილი განმარტავს, აღნიშნული რეკლამები დაეხმარება გასაქირავებელი უძრავი ქონების მეპატრონეებს, მათი უძრავი ქონების, ბინებისა და სახლების კიდევ უფრო სწრაფად და ეფექტურად გაქირავებაში.

კამპანიის ფარგლებში SS.GE-ზე საკურორტო ზონებში მდებარე უძრავი ქონებისთვის უკვე გამოყოფლია ცალკე სივრცე, სადაც ქირაობის მსურველები უფრო მარტივად მოძებნიან მათთვის სასურველ შეთავაზებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საიტი სამენოვანია და მისი საშუალებით უცხოელ მოგზაურებსაც შეუძლიათ გასაქირავებელი უძრავი ქონების მოძებნა.

SS.ge - განახლებული სიტყვა და საქმე