საქართველოს ფოსტის რიგი სერვისცენტრები 15 ივლისიდან მომხმარებლებს გაზრდილი სამუშაო გრაფიკით მოემსახურებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს.
მათივე ცნობით, რამდენიმე სერვისცენტრი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე იმუშავებს.
„გაზრდილი სამუშაო გრაფიკით შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგ სერვისცენტრებში: თბილისში: სერვისცენტრი №0178 - გურამიშვილის გამზ. №39ბ; სერვისცენტრი №0180 - ცოტნე დადიანის ქ. №315; სერვისცენტრი №0102 - სადგურის მოედანი №2; სერვისცენტრი №0167 - გლდანის 1 და 2 მკ/რ შორის მდებარე სავაჭრო ცენტრი; სერვისცენტრი №0144 - ქეთევან წამებულის გამზ. №84/86; სერვისცენტრი №0114 - ვ. გორგასლის ქ. №4; სერვისცენტრი №0190 - კახეთის გზატკეცილი კორპ. №7; სერვისცენტრი №0179 - ი. ჭავჭავაძის გამზ. №21; სერვისცენტრი №0160 - პეკინის გამზ. №39; სერვისცენტრი №0186 - ვაჟა-ფშაველას გამზ. №71; სერვისცენტრი №0159 - გრ. რობაქიძის გამზ. მე-2 მკ/რ კორპ. №6ბ; სერვისცენტრი №0119 - ა. წერეთლის გამზ. №95; რუსთავში: სერვისცენტრი №3700 - მეგობრობის გამზ. №9; გორში: სერვისცენტრი №1400 - კ. კურტანიძის ქ. №2; ქუთაისში: სერვისცენტრი №4600 - თამარ მეფის ქ. №56; სერვისცენტრი №4608 - ზ.გამსახურდიას ქ.№32; ბათუმში: სერვისცენტრი №6010 - ახ. მელაშვილის ქ. №4; სერვისცენტრი №6004 - ი. ჭავჭავაძის ქ. №90;
სხვა სერვისცენტრების სამუშაო საათები რჩება უცვლელი, დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს ფოსტის ქოლ ცენტრს +(995 32) 224 09 09,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.