საქართველოში ჰოლივუდი ფილმს გადაიღებს

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ერთ-ერთი ჰოლივუდური ფილმის გადაღებები დაიწყება.ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში“ აცნობეს. მათი ცნობით, საქართველოში გადაღებებს ქართული საპროდუსერო კომპანია „ენკენი ფილმს ფფ9“ უზრუნველყოფს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული ფილმის საქართველოში გადაღებების წარმოების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჰოლივუდის მაღალი რანგის წარმომადგენლების მიმდინარე წლის 26 აპრილიდან 2 მაისამდე ვიზიტის ფარგლებში. ამერიკულ დელეგაციას პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მასპინძლობდა. აღსანიშნავია, რომ კინომწარმოებლებმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი მოინახულეს და საქართველოში კინოგადაღების შესაძლებლობებს გაეცნენ.

„პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს. პროგრამის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო და ვიზუალური პროდუქციის შემნით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მწარმოებლებს საქართველოში დახარჯული კვალიფიციური ხარჯის 20-25%-ის უკან დაბრუნებას სთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია, რასაც შემოსული 26 განაცხადი მოწმობს. მათგან გადაღებები უკვე დასრულდა 15 პროექტზე, 11 პროექტზე გადაღებები მიმდინარეობს. პროგრამის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 67 მილიონი ლარი, დასაქმებულთა რაოდენობა კი 8 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.