კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი და მფლობელი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ჯეფ ბეზოსი მაკენზი ბეზოსთან ოფიციალურად განქორწინდა. სააგენტო „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ვაშინგტონის ოლქის მოსმართლე კინგმა ხელი მოაწერა აქტს განქორწინების შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მაკენზი ბეზოსმა Amazon-ის თითქმის 19,7 მილიონი აქცია მიიღო, რაც დაახლოებით 4%-ია. შედეგად მიიღო 38,3 მილიარდი დოლარის აქტივები და მსოფლიოს მილიარდერთა რეიტინგში 22-ე ადგილზე განთავსდა.
თავად ჯეფ ბეზოს განქორწინების შემდეგ კომპანიის 12% დარჩა მფლობელობაში, რაც 114,8 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა. მიუხედავად ამისა, ის მაინც დარჩა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად.
ბეზოსებმა განქორწინების შესახებ იანვარში გამოაცხადეს. ფინანსური საკითხების გარდა, მათ ბავშვებთან ურთიერთობის საკითხებიც მოაგვარეს.