ხორვატიას შეუძლია ევროზონას 2023 წლისთვის შეურთდეს. ამის შესახებ Bloomberg-ი ხორვატიის ცენტრლაური ბანკის ხელმძღვანელზე, ბორის ვუიჩიჩიზე დაყრდნობით წერს.
მისი თქმით, ქვეყანამ დაიწყო პროცედურები, შეუერთდეს „სავალუტო კურსების ევროპულ მექანიზმს“(ERM II).“მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ვადები არ ვიცით, ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ ამ გზას“ - განაცხადა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ხორვატიას შეუძია შეასრულოს ERM II-ზე მასაერთებლად ყველა პირობა უკვე მომავალი წლისთვის და ევროზე გადავიდეს „ყველაზე დიდი ორი წლის შემდეგ“.
რაც შეეხება ვალდებულებებს, რომელიც უნდა შეასრულოს ხორვატიამ, ესენია: საფინანსო-საბანკო სისტემის სტაბილურობის შენარჩუნება, დადებითი ფინანსური მაჩვენებელების ქონა, ევროპის ცენტრალურ ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერება და ასევე უნდა გაატაროს რამდენიმე სტრუქტურული ღონისძიება, მათ შორის, ბიზნეს კლიმატის გაუმჯობესების მხრივ.