რატომ დგას რუსეთ-საქართველოს საზღვარზე რიგები - შემოსავლების სამსხურის განმარტება

ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან სატვირთო ავტომობილების რამდენიმე კილომეტრიანი კოლონა დგას. მძღოლები აცხადებენ, რომ უკვე მეორე დღეა საზღვრის გადაკვეთას ვერ ახერხებენ.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, რამდენიმე კილომეტრიანი საცობის მიზეზი მომატებული ტვირთბრუნვაა, რომელსაც რუსეთის საბაჟო სწრაფად ვერ ატარებს.

„სეზონის გამო მომატებულია ტვირთბრუნვა. ჩვენი საბაჟო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და ატარებს ტვირთებს, მაგრამ რუსული მხარე ამას სწრაფად ვერ ახერხებს. სხვა მხრივ, პრობლემა არ არსებობს“, - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.