ავიაკომპანია British Airways-ს რეკორდული რაოდენობის ჯარიმა დაუწესეს. ჯარიმის დაწესების მიზეზი მისი უსაფრთხოების სისტემის გატეხვა გახდა. ამისთვის ავიაკომპანია 183 მილიონი ფუნტს, ანუ 229 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯარიმას გადაიხდის.
British Airways-ის წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ Information Commissioner's Office (ICO)-ის მიერ დაწესებული ჯარიმის გამო იმედგაცრუებულები და გაოგნებულები არიან. ამასთანავე, ავიაკომპანიაში განმარტეს, რომ ჰაკერებმა მათ ვებ-გვერდზე კრიმინალური თავდასხმა საკმაოდ დახვეწილად განახორციელეს.
თავად Information Commissioner's Office-ში განმარტეს, რომ ეს ყველაზე დიდი ჯარიმაა, რომელიც მათ ოდესმე დაუწესებიათ, გარდა ამისა, ეს პირველი ჯარიმაა, რომლის გასაჯაროვებაც ახალი წესების თანახმად მოხდა, ჯარიმამ კი კომპანიის 2017 წლის ბრუნვის 1,5% შეადგინა, რაც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ახალი წესებით გათვალისწინებული მაქსიმუმი, რომელიც ბრუნვის 4%-ს შეადგენს.
ამ დრომდე ყველაზე დიდი ჯარიმა სოციალურ ქსელ Facebook-ის წინააღმდეგ იყო დაწესებული და 625 692 დოლარს შეაგენდა, ჯარიმის დაწესების მიზეზი Cambridge Analytica-სთან დაკავშირებული სკანდალი გახდა.
British Airways-ს მასზე დაწესებული ჯარიმის გასაჩივრებისთვის 28 დღე აქვს.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, ჰაკერებმა დაახლოებით 380 ათას ტრანზაქციაზე მოიპოვეს წვდომა, თუმცა მოპარულ მონაცემებს შორის არ იყო მოგზაურობის ან პასპორტის დეტალები. ჰაკერების ხელში აღმოჩნდა, ისეთი ინფორმაცია, როგორიც სახელი, მეილი, საკრედიტო ბარათებთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის საკრედიტო ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა და CVV კოდია, რომელიც ბარათის მეორე მხარეს არის დატანილი. ინციდენტის შესახებ პირველად ცნობილი 2018 წლის 6 სექტემბერს გახდა.
მოამზადა სალომე აბულაშვილმა