გენადი ონიშენკო - ქართული ღვინის წარმოება დაემხობა, თუ სანქციებს დავაკისრებთ და მაშინ ქართველმა ხალხმა თავის პოლიტიკოსებს უნდა მოკითხოს

საქართველოდან რუსეთში ღვინის შემოტანაზე აკრძალვა ქართული ღვინის წარმოებისთვის კრახით დასრულდება და ქართულ ეკონომიკას მთლიანად დააზიანებს. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს დუმის დეპუტატმა და რუსეთის ყოფილმა მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშენკომ განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთის კანონმდებლობა საშუალებას იძლევა სანქციები დააწესოს.

„მაშინ კი ქართული ღვინის წარმოება მართლაც დაემხობა, თუკი ჩვენ დავაკისრებთ სანქციებს, მაშინ ქართველმა ხალხმა უნდა მოკითხოს თავის პოლიტიკოსებს, ვისზე მუშაობენ - ვაშინგტონზე თუ საკუთარ ხალხზე“, - განაცხადა ყოფილმა მთავარმა სანიტარმა.

მისი თქმით, ქართველი მწარმოებლები, რუსეთის მხრიდან აკრძალვის შემთხვევაში, ვერ შეძლებენ თავისი პროდუქციის სხვა ბაზრებზე გადამისამართებას. „საქართველოს ეკონომიკა დაემხობა და ვერავითარი ამერიკის შეერთებული შტატები მათ ვერ უშველის“, - განაცხადა ონიშენკომ.