„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარს უმასპინძლა.
სემინარი თბილისში ჩინეთის კომპანია „ხუახე ინთერნაიშენალისა“ და სიანის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მიმართა და აღნიშნა, რომ საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყანა და რეგიონის კონკურენტუნარიანი ლიდერია. მისი განცხადებით, „საპარტნორო ფონდი“ პოტენციური ინვესტორებისთვის სანდო პარტნიორს წარმოადგენს და საუკეთესო პლატფორმაა ერთობლივი ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად.
ერთბლივ სემინარზე აზიელ ინვესტორებს ფონდის მენეჯმენტმა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები გააცნო. სემინარზე „საპარტნიორო ფონდისა“ და ფონდის შვილობილი კომპანიების მენეჯმენტმა საინვესტიციო პრექტების შესახებ პრეზენტაციები გამართეს.
ტურუზმი, მრეწველობა, ექსპორტის წახალისება და მაღალტექნოლოგიური წარმობა - ეს ის სექტორებია, რომლებითაც ჩინეთის საქმიანი წრეების წარმომადგენლები ინტერესდებიან.
„პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განხორციელების კვალდაკვალ ჩვენ უკვე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ საქართველოსთან ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებას. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ინფორმაცია ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, ბევრ ახალ პროექტს გავეცანით. ინტერესი ჩვენი მხრიდან დიდია, შესაბამისად საინტერესო წინადადებებით დავბრუნდებით“, - განაცხადა სიანის კომერციის დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ან ძიენიუნგმა.
სემინარის მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, B2B შეხვედრები გამართეს.